Sunday, 21 July 2013


                                მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის
                                                            ი შ 
                                2012- 2013 სასწავლო წლის მიხედვით
     სასწავლო წლის დასაწყისში შესრულდა სტანდარტული საკითხები. შედგა კათედრის სამუშაო გეგმა, დაიგეგმა სამოდელო გაკვეთილები, შედგა სალაბუსები და  შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარების განრიგი.
     პირველ სემესტრში ჩატარდა ორი ღია გაკვეთილი: მე-10 კლასში გულიკო ფიროსმანიშვილის მიერ - „ფუნქციის თვისებები“ და 6/7 კლას-კომპლექტში - თამარ დუჩიძის მიერ ინტეგრირებული(ასაკის მიხედვით) ღია გაკვეთილი თემაზე: „ათწილადების ზოგიერთი გამოყენება“.
     მეორე სემესტრში, თებერვლის ბოლოს, ჩატარდა მათემატიკის კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალი საინტერესო ღონისძიებით: კვირეული გაიხსნა კედლის გაზეთების გამოფენით; დალი გიორგაშვილმა ჩაატარა ორი კონკურსი : „ეტალონი“ - მე-5 და და მე-9 კლასებში. მადონა ბარბაქაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-8 კლასში თემაზე:  „ტრაპეცია“.
     ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვით-რეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.
     საგნის სწავლება, სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, ხელს უნდა უწყობდეს ამ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში.
     გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. ასევე მიშვნელოვანია პროექტის, როგორც სწავლების ფორმის გამოყენება, რადგან პროექტის შექმნის პროცესში მრავალი კომპეტენცია უვითარდებათ მოსწავლეებს, როგორიცაა წიგნიერება, მედიაწიგნი-ერება, ციფრული წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, კერძოდ, კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლე-მების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
     ამიტომ, მათემატიკის კათედრის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს და პროექტს, როგორც სწავლების ფორმას. მათემატიკის კვირეულის დროს წარმოდგენილი იქნა მრავალი პროექტი: 6და 6 კლასებმა მადონა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პროექტი: „ხარისხის ბოლო ციფრის განსაზღვრა“, მე-7 და მე-10 კლასებმა გულიკო ფიროსმანიშვილის ხელმძღვა-ნელობით წარმოადგინეს პროექტი: „ როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა გეომეტრია“. მე-9 კლასებმა წარმოადგინეს პროექტი: „განტოლებების გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნებში ამოცანების ამოხსნისას“ - დალი გიორგაშვილის ხელმძღვანელობით.
     თამარ დუჩიძის მიერ წარმოდგენილი იქნა სამი პროექტი:
1.      მე-6 კლასის მიერ - ”ოთახის მზის სხივებით განათებულობის ხარისხის განსაზღვრა და მზის სხივების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“. ეს არის ინტეგრირებული პროექტი. ინტეგრირებული საგნებია: მათემატიკა, ბუნებისმცოდნეობა და ისტ-ი. აღნიშნული პროექტიგამოქვეყნებულია  საერთაშორისო საგანმანათლებლო პორტალზე www.pil-network.com
 და შესრულებულია ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით.
2.      მე-7 კლასის მიერ - „ოპტიმალური მარშრუტის არჩევა“.
3.      მე-8 კლასის მიერ - „საუკეთესო ვარიანტის არჩევა“.
    შეიქმნა კათედრის ბლოგი, რომელზეც გამოქვეყნდა კვირეულის მასალები.     ბლოგის მისამართია tamar571.glogspot.com.
     ჩატარდა მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგი. გაკეთდა ანალიზი. გამოვლინდა მოსწავლეთა საჭიროებები. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალ წელსაც გაგრ-ძელდება და მიიღებს პედაგოგიური კვლევის სახეს.
    ყველა კლასში შესრულებულია შემაჯამებელი სამუშაოების ნორმები, ხდება გაცდენილი შემაჯამებლების აღდგენა.
   მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ოლიმპიადებში და კონკურსებ-ში, ზოგი მათგანი გადავიდა შემდგომ ტურში, თუმცა გამარჯვებულები არ გვყავს.
    კათედრის ყველა წევრმა გაიარა ტრენინგები.



კათედრის გამგე:                                               თამარ დუჩიძე
                                                                           1.07.2013 წ.



No comments:

Post a Comment