სსსმ

moswavlis individualuri saswavlo gegma

zogadi informacia





Moswavle
ლაშა ზარქუა
skola
ქ.რუსთავის 6 საჯარო სკოლა
Klasi
VI კლასი
dabadebis TariRi
04.06.2002w
Asaki
12
mSobeli/meurve
ბებია. დოდო ზარქუა
elefoni
558 91 90 59
misamarTi
გოგოლის ქ.#9


isg-s Seqmnis TariRi

15.09.2014

moswavlis isg-ze pasuxismgebeli piriკლასის ხელ-ლი: თამარ დუჩიძე. სპეც.პედაგოგი: მედეა გაგიძე

Sexvedris tipi

X
(moniSneT)
TariRi
sawyisi Sexvedra
X
15.09.2014
Sexvedra saWiroebiT
gansazRvruli


Sexvedra I, II semestris bolos

I

II

saboloo Sexverdra/Sefaseba




isg Sexvedris TariRi: 15.09.2014
2




skolis gundi
saxeli-gvari

1
damrigebeli  

თამარ დუჩიძე
2
maswavlebeli

თამარ დუჩიძე (მათემატიკა)
3
maswavlebeli

ქეთევან შავერდოშვილი (ქართული ენა)
4
maswavlebeli        

ნატო კუხალაშვილი (ისტორია)
5
maswavlebeli
ნათია ობლიშვილი (ინგლისური ენა)
6
მასწავლებელი
თამარ დეკანოსიძე (მუსიკა)
7
spec.maswavlebeli
Mmedea gagiZe
8
ფსიქოლოგი
ნატო კობაიძე

multidisciplinuri  gundi
saxeli-gvari



1
multidisciplinuri gundis wevri


მარიკა ჩუტკერაშვილი







mSoblis prioriteti da interesi
 laSa zarquas meurvis/bebiis qalbaton dodosgan aRebuli intervius monacemebze dayrdnobiT, misi survilia, rom laSam iswavlos kiTxva, SeZlos angariSi. Ggamravlebisa da gayofis operaciebis Sesruleba. Qqondes gadmocemis unari, rom gaagebinos Tavisi azri adamians.

maswavleblis survili
პედაგოგის სურვილია, რომ ლაშამ დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები. გაუმჯობესდეს მისი აკადემიური უნარები. შეცვალოს ქცევა და შეძლოს საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა.




Sefasebis Sedegebi

Sfero

Zlieri mxareebi


susti mxareebi
akademiuri unarebi:


wera


წერისას ჯდომის პოზა სწორია. კალამი უჭირავს სწორი სამთითა პინცეტისებური ჩაჭიდებით. იცავს  ინტერვალებს  ასოებს შორის. წერას იწყებს სწორი მხრიდან(მარცხენა ზემოთა კუთხიდან). წერს მარჯვენა ხელით, შეუძლია დააფიქსიროს მეორე ხელით საწერი ფურცელი. შეუძლია ზედა (მ,ნ,შ,წ) და ქვედა (დ,ყ,ვ,ლ)რეგისტრის ასოების  განლაგება ხაზზე. იწერს დაფიდან  ორი და სამსიტყვიან  წინადადებებს; ბიჭი გარბის, გოგონა რეცხავს ჭურჭელს.დაფიდან/წიგნიდან გადაწერისას შეუძლია სასვენი ნიშნების (წერტილი და მძიმე)დასმა. შეუძლია ასო-ბგერების კარნახით წერა.  შეუძლია ღია მარცვლების კარნახით წერა.
კარნახით წერისას აკლებს ასოებს დახურულ მარცვლებს. კარნახით წერისას ტოვებს ასოებს სიტყვაში. შეთავაზებული 23 სიტყვიანი ტექსტის კარნახით წერისას გამოტოვა 19 ასო. კარნახით წერისას ერთმანეთში ურევს მსგავსი მოხაზულობის ასოებს (რ-ლ,მ-ნ,ხ-ძ). კარნახით წერისას, მითითების გარეშე, ვერ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილი,მძიმე).

kiTxva


კითხვისას შეუძლია წიგნის სწორად დაკავება, სათანადო დისტანციაზე.კითხვისას შეუძლია მისთვის ხესაყრელი ხერხის გამოყენება (ტექსტს აყოლებს თითს). შეუძლია გაარჩიოს ერთმანეთისაგან  თავისი სახელმძღვანელო წიგნის გარეკანი, თავფურცელი, ძირითადი ტექსტი, ავტორის გვარი და სახელი, ტექსტის ბოლოს მოცემული კითხვები. შეუძლია ანბანის ყველა ასოს წაკითხვა. ბარათზე წარდგენილი ასოებიდან ცნობს და ასახელებს თანხმოვნებს, ხმოვნებს. შეუძლია სიტყვაში კონკრეტული ასოს პოვნა და გამოყოფა, მითითებული 20 სიტყვიდან იპოვა და დაასახელა შემდეგი  ასოები: ბ,კ,ლ,ე,ხ,თ,ც,ზ,ს,ო,ჟ,შ,ქ,ნ,ფ). შეუძლია სიტყვების კითხვა ასო-ასო.
miTiTebul sityvebSi (xeli,mxari,bali,skami)kiTxulobs pirvel asoebs.

არ შეუძლია ბარათზე გამოსახული ასოებიდან სიტყვის ზეპირად შედგენა და შემდეგ დაწერა. შეთავაზებული ასოებიდან: ბ,ლ,ა,ი -ვერ შეადგინა სიტყვა ,,ბალი“. შეთავაზებული ასოებიდან ; ზ,მ,ე -ვერ შეადგინა სიტყვა ,,მზე“. ვერ კითხულობს მოძრავი ანბანიდან შედგენილ ღია და დახურულ  მარცვლებს.
ვერ  ასახელებს ჩემ მიერ წაკითხულ ორ-სამ მარცვლიან სიტყვებში მარცვალთა რაოდენობას.
ვერ  წვდება წაკითხული სიტყვის შინაარსს. ამოკითხული ბგერებიდან: თ ხ ა, ბ ა ლ ი, ჩ ი ტ ი-კითხვაზე რა გამოვიდა? ვერ ასახელებს შესაბამის სიტყვებს.
არ შეუძლია ააწყოს სიტყვა ბარათებზე წარმოდგენილი ბგერებიდან.
Txroba

თხრობისას ბგერებს  გამოთქვამს მკაფიოდ. (წარმოთქვამს ხმოვნებს და თანხმოვნებს). მიცემული სურათის შესახებ დასმულ კითხვებს( ვინ მღერის? რას აკეთებს ბიჭი? რას აკეთებს გოგო?) პასუხობს 1- 2 სიტყვით. შეუძლია სურათზე გამოსახული მოქმედებების დასახელება.(, სურათს აღწერს ასეთი ფრაზებით : ბიჭი ტირის,გოგონა გარბის,ბავშვი თამაშობს ბურთს). სურათზე გამოსახული საგნებიდან ასახელებს  ავეჯს, სასკოლო ნივთებს, ტანსაცმელს. შეუძლია აღწეროს სურათი მარტივი 2-3 სიტყვიანი წინადადებებით.


თხრობისას არ შეუძლია 2-3 სიტყვიანი მარტივი წინადადებების  ერთმანეთზე გადაბმა. ვერ იხსენებს სად გაატარა ზაფხულის არდადეგეგბი, არ შეუძლია ისაუბროს საკუთარი ჰობის შესახებ, საუკეთესო მეგობრის შესახებ. თხრობისას არ შეუძლია სიტყვების/მარტივი 2-3 სიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა შესაბამისი ინტონაციით (მალე არდადეგები დაიწყება. ხვალ სკოლაში მიდიხარ? არ წახვიდე! წარმოთქვამს ერთნაირი ინტონაციით). თხრობისას არ შეუძლია საკავშირებელი სიტყვების ( და,რომ,მაგრამ) გამოყენება. მოსმენილი, მარტივი 40 სიტყვიანი ტექსტიდან , ვერ სცემს პასუხს მარტივ შეკითხვებს.  მოსმენილი ტექსტის შესახებ ვერ სვამს კითხვითსიტყვიან წინადადებებს (ვინ?რა?სად?როგორ?რატომ?.არ შეუძლია დასვას კითხვები მოსმენილი ტექსტის შესახებ გაუგებარი სიტყვების დასაზუსტებლად. არ შეუძლია მოსმენილი, მარტივი, 40 სიტყვიანი ტექსტის შეფასება( აფასებს მხოლოდ მოკლე ფრაზით -,,მომეწონა“)
angariSi

ითვლის ზეპირი თანამიმდევრობით 20-მდე. ბარათზე გამოსახულ ციფრებს კითხულობს 10 -ის ფარგალში. შეუძლია ამოიცნოს და დაასახელოს ბარათებზე გამოსახული ციფრები (1,2,3,4,5,6,7,8,9,10).  შეუძლია რიცხვები კარნახით ჩაწეროს 10-ის ფარგალში. ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის გროვას 5-ის ფარგალში. შეუძლია გამომცდელს მისცეს  გარკვეული რაოდენობის ნივთები 10 -ის ფარგალში(შეთავაზებული  10 ფანქრის გროვიდან სწორად ასრულებს შემდეგ მითითებებს;  მომეცი 4 ფანქარი, 6 ფანქარი, 8 ფანქარი). შეუძლია მარტივი მიმატების (ერთის, ორის, სამის) შესრულება 10 ის ფარგალში  სათვლელი ჩხირების გამოყენებით.  შეუძლია მარტივი გამოკლების ( ორის,სამის,ოთხის) შესრულება 10-ის ფარგალში სათვლელი ჩხირების/თითების გამოყენებით. იცნობს და ასახელებს ფულის ერთეულებს 5 ლარის ფარგალში. შეუძლია იცნოს და დაასახელოს  მარტვი გეომეტრიული ფიგურები სურათზე (სამკუთხედი, წრე, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი).
დაფაზე/ბარათზე თანმიმდევრობით წარმოდგენილი ციფრებიდან  10-ის ფარგალში შეუძლია დაასახელოს მითითებული ციფრის წინა ციფრი, შეუძლია დაასახელოს მომდევნო ციფრი. მაგ; ასახელებს რა რციხვი დგას 3 ის, 5ის, 7 ის წინ და შემდგომ. შეუძლია 10ის ფარგალში ციფრთა შედარებისას სიმბოლოების სწორად გამოყენება ,,>“,,<“,,+“,,-‘’. სწორად ათავსებს შესაბამის სიმბოლოს. შეუძლია დაითვალოს მარტივი გეომეტრიული ფიგურების (სამკუთხედი,ხუთკუთხედი) კუთხეების რაოდენობა და ჩაწეროს რვეულში. შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს  რაოდენობრივად ,,ბევრი,ცოტა“,,მოკლე, გრძელი“სურათზე წარმოდგენილი  გროვებიდან დასმულ კითხვაზე რომელია ბევრი?რომელია ცოტა?გრძელი? მოკლე? თითის გამოყენებით მიუთითებს შესაბამისს.

არ შეუძლია უკუთვლა 10 -ის ფარგალში -მითითების გარეშე ითვლის მხოლოდ 3- იდან. არ შეუძლია გამრავლების ოპერაციების შესრულება 10-ის ფარგალში. არ შეუძლია გაყოფის ოპერაციების შესრულება 10-ის ფარგალში. არ შეუძლია  მარტივი გეომეტრიული ფიგურების შექმნა და გამოჭრა. ვერ ცნობს ფულის ერთეულებს 5 ლარის ზევით. ვერ არჩევს კენტ და ლუწ რიცხვებს ერთმანეთისაგან. ვერ ასახელებს სიგრძის საზომ ერთეულებს.
სურათის აღწერისას ვერ ასახელებს რიგში მდგომ ბავშვებს . ვინ არის მეოთხე? ვინ არის მეხუთე?. არ შეუძლია რიცხვებს შორის განსხვავებების  განსაზღვრა (რამდენით გაიზარდა/შემცირდა). 10 ის ფარგალში წარდგენილი მაგალითების თითების დახმარებით   გამოანგარიშების შემდეგ,  ვერ ასახელებს რამდენით გაიზარდა და რამდენით შემცირდა რიცხვი.
SemecnebiTi unarebi (yuradReba, mexsiereba, aRqma)

შეუძლია მოუსმინოს პედაგოგს აქტივობის დაწყებამდე.  შეუძლია დაალაგოს მსგავსად დაწყობილი  გეომეტრიული ფიგურების მოკლე თანამიმდევრობა.(წრე,სამკუთხედი,ოთხკუთხედი).
შეუძლია გადაიტანოს ყურადღება ერთი აქტივობიდან მეორეზე  (ითვლის ჩხირებით,მითითების შემდეგ წყვეტს თვლას და იწყებს ნახატის გაფერადებას).
შეუძლია ყურადღების შენარჩუნება დავალების მიცემიდან 5 წუთის განმავლობაში.



 

შეუძლია დააკვირდეს წიგნში სურათს, წიგნის დახურვის შემდეგ გაიხსენოს რა ან ვინ ეხატა(მითითებულ სურათზე ,,მეთევზე მიდის სათევზაოდ“წიგნის დახურვის შემდეგ,კითხვაზე:ჩამოთვალე რა ეხატა? ასახელებს ანკესს,ვედროს.ვინ ეხატა?ასახელებს:მეთევზე. შეუძლია დაიმახსოვროს და აღიდგინოს  ბარათზე გამოსახული  ოთხი დასახელების ცხოველები(ბარათზე გამოსახული წარდგენილი ცხოველებიდან: კატა, დათვი, მაიმუნი, ძაღლი. დათვის დამალვის შემდეგ, კითხვაზე: რომელი აკლია?-ასახელებს შესაბამისს.
შეუძლია სურათზე გამოსახული მარტივი თანამიმდევრობის დამახსოვრება ვიზუალურად და დახატვა(წარდგენილი თანმიმდევრობათაგან: ოთხკუთხედი, წრე, წრე, წრე, სამკუთხედი,
სამკუთხედი,ოთხკუთხედი-დაიმახსოვრა და დახატა ხუთი.
განარჩევს ერთმანეთისგან კალმით და ხელით დაკაკუნების ხმებს.შეუძლია ამოიცნოს და ერთმანეთისგან განარჩიოს თემატური სურათები: წარდეგნილ სურათებზე არჩევს სად არის დახატული ზამთარი, გაზაფხული, შემოდგომა, ზაფხული.


შეუძლია სხვადასხვა ხილზე და ბოსტნეულზე დაკვირვებით, გვითხრას რომელს როგორი გემო აქვს. კითხვაზე:როგორი გემო აქვს მარწყვს? ყურძენს ?ხახვს?ლიმონს?პასუხობს შემდეგნაირად: მარწყვი -ტკბილი;  ყურძენი-ტკბილი; ხახვი-მწარე; ლიმონი-არ იცის.
სხვადასხვა ფაქტურის ნივთებიდან შეუძლია დაასახელოს რბილია თუ მაგარი, დიდია თუ პატარა.
წარდგენილი  ნახატზე ასახელებს შემდეგ ფერებს: თეთრი, შავი, წითელი, მწვანე, ყავისფერი, ვარდისფერი.
შეუძლია მოისმინოს და თითონ გაიმეოროს ტაშის რამდენჯერმე დაკვრა.








აზროვნება:
  შეუძლია სურათის აღწერა ორ- სამ მარცვლიანი  სიტყვებით. შეუძლია მოსმენილი  მარტივი სამსიტყვიანი წინადადებები დაასრულოს შესაბამისი სიტყვით(კონტექსტის მიხედვით)მაგ; დღეს გიორგის დაბადების ----. თოვლი არის ------.ასახელებს შესაბამის სიტყვებს.
შეუძლია წითელი ხაზი გაუსვას ბარათზე გამოსახულ დიდი ზომის ასოს და ლურჯი ხაზი -პატარა ასოს.
მიცემულ ბარათებზე პოულობს დიდ და პატარა ციფრებს.
ასახელებს სურათზე გრძელ, მოკლე, ვიწრო ფიგურებს.
შეუძლია ჩამოთვალოს კვირის დღეები სრულად (მხოლოდ კვირის პირველი დღის გახსენების შემდეგ)
შეუძლია მიუთითოს სად აქვს მარჯვენა ხელი, მარცხენა ფეხი.
შეუძლია დაასახელოს რა დგას მის წინ, უკან, გვერდით.
.შეუძლია უპასუხოს მოკლე სიტყვებით შემდეგი სახის  კითხვებს: რას ვაკეთებთ ხელით?(საჭმელს,სახლს აშენებს,ლესავს). რისთვის გვჭირდება ფეხი, თვალი? (რომ იაროს ,რომ დაინახოს)

არ შეუძლია სხვის მიერ წარმოთქმული ბგერების  დამახსოვრება და თანმიმდევრული გამეორება (მოსმენილი მ,გ,ზ,ლ,ხ ასოებიდან ბგერებს იმეორებს შემდეგნაირად: მ,ზ,ლ,გ,მეხუთე არ ახსოვს).
არ  შეუძლია ყურადღება გაანაწილოს რამდენიმე საფეხურზე, ვერ ასრულებს მითითებულ ინსტრუქციას: ლაშა მისმინე რაზეც გესაუბრები, თან ნახატი აფერადე!.გარე გამღიზიანებლის შემოსვლისთანავე არ შეუძლია ყურადღების შენარჩუნება მითითებულ დავალებაზე. საჭიროებს მასწავლებლის მითითებას დაუბრუნდეს დაწყებულ დავალებას.


   არ შეუძლია წიგნში სურათზე დაკვირვებისა და მისი დახურვის შემდგომ სრულყოფილად აღიდგინოს რა ეხატა სურათზე(აღიდგინა:ანკესი,ვედრო,კაცი.ვერ აღიდგინა:სახლი,ღრუბელი,ყვავილი). არ შეუძლია გაიხსენოს და ისაუბროს როგორ გაატარა არდადეგები, რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი. არ შეუძლია მოსმენილი ციფრების დამახსოვრება და შემდეგ გამეორება(მოსმენლი ციფრებიდან 9;7;3;4;8: იმეორებს შემდეგნაირად: 9;8;7;3;4.  არ შეუძლია დაიმახსოვროს მოსმენილი სიტყვები და შემდეგ თანმიმდევრულად ჩამოთვალოს ისინი(შეთავაზებული  5 სიტყვიდან დაიმახსოვრა და გაიმეორა პირველი სიტყვა , მეორე გაიმეორა მითითებით, დანარჩენი სიტყვები საერთოდ ვერ აღიდგინა.  არ შეუძლია გაიხსენოს რა ჰქონდა

დავალებად მიცემული წინა დღეს.






შეთავაზებული სხვადასვა ფაქტურის ნივთებიდან ვერ ასახელებს რომელია პრიალა და ხორკლიანი
არ შეუძლია ერთმანეთზე გადახატული ფიგურებიდან იპოვოს და გამოაცალკევოს მითითებული ფიგურა.
















არ შეუძლია 10-ის ფარგალში მარტივი შეკრება-გამოკლების ოპერაციების შესრულება აბსტრაქტულად.(ჩხირების ან სხვა თვალსაჩინოების გამოყენების გარეშე).
არ შეუძლია აღწერილი სურათიდან მოთხრობის შედგენა.
არ შეუძლია საგნების დაჯგუფება კლასიფიკაციის მიხედვით.  ვერ ასახელებს წელიწადის დროებს
ვერ ასახელებს ავეჯს, არ შეუძლია ჩამოთვალოს პროფესიები.
ზოგიერთ შემთხვევაში დასმულ კითხვებს პასუხობს მესამე პირში(მაგ; სახლს აშენებს,ლესავს).
ვერ ასახელებს სიგრძის,წონის საზომ ერთეულებს. ვერ ცნობს საათს.
emociuri  sfero





Mmeurvis informaciiT,  icinis sasacilo situaciaSi,  uxaria roca vinmes xedavs. mag: dedas. სიყვარულს გამოხატავს მოფერებით. (meurvis informaciiT, SeuZlia moeferos dedas, bebias).
მეურვის ინფორმაციით არ გამოხატავს შიშს.
პედაგოგის ინფორმაციით, ხშირად გამოხატავს სიხარულს. უხარია როცა მეგობრებთან ერთად თამაშობს. მასწავლებლის შექებაზე თავს ხრის დაბლა და იღიმის.
Mmeurvis informaciiT roca karg xasiaTzea SeuZlia umizezod gaibutos , Sevides oTaxSi da itiros.
მეურვის ინფორმაციით, გულჩათხრობილია და  როცა სადმე იმყოფება არ გამოხატავს შესაბამის ემოციებს.
პედაგოგის ინფორმაციით, ხშირად  ბრაზდება ან უმიზეზოდ იცინის მისთვის არასასურველი დავალების შეთავაზებისას.

komunikaciis unari

ena/metyveleba

შეუძლია საკუთარი სახელის, გვარის და ასაკის წარმოთქმა. შეუძლია ნებისმიერი ბგერის წარმოთქმა გამართული არტიკულაციით . მეტყველებისას შეუძლია გამოიყენოს ორ-სამმარცვლიანი სიტყვები. არ ტოვებს ბგერებს  რთულმარცვლიანი სიტყვების წარმოთქმისას. შეუძლია წარმოთქვას ჟღერადობით მსგავსი ბგერები. შეუძლია თანაკლასელებთან და პედაგოგებთან კომუნიკაციის დამყარება ვერბალურად. სკოლაში მოსვლისას ესალმება კლასელებს და მასწავლებლებს-წასვლისას შეუძლია დამშვიდობება. შეუძლია დაასახელოს საგნები, რომელსაც ხედავს.
დასმულ კითხვებს:  რა გქვია?  რამდენი წლის ხარ? სად ხოვრობ?-  პასუხობს ადეკვატურად.
მეტყველებისას ამყარებს თვალით კონტაქტს მოსაუბრესათან.


არ შეუძლია მოსმენილი, 40 სიტყვიანი მარტივი სიტყვებით შედგენილი ტექსტიდან ინფორმაციის გადმოცემა. მეტყველებისას არ იყენებს სინონიმებს და ომონიმებს. არ შეუძლია გადმოსცეს რა მოსწონს, რისი კეთება უყვარს.
ყველაფერი ესმის პირდაპირი მნიშვნელობით. ვერ იგებს სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობას.(დასმულ კითხვაზე რა შეიძლება იყოს ხერხი?ბარი?-ასახელებს ერთი მნიშვნელობით. არ შეუძლია კომუნიკაციის დამყარება წერილობით  (ვერ წერს მისალოც ბარათს,  მოკლე ტექსტურ შეტყობინებას). პედაგოგის ინფორმაციით არ სვამს კითხვებს საგაკვეთილო პროცესის დროს.  არ შეუძლია დისკუსიაში ჩართვა და საკუთარი აზრის გამოხატვა.
არ შეუძლიაა დაასახელოს საგნები, რომელსაც ვერ ხედავს.
msxvili motoruli
unarebi


შეუძლია სიარული, გადაადგილდება დამოუკიდებლად სახლიდან სკოლაში, სკოლიდან სახლში. შეუძლია სირბილი. კიბეზე ასვლა-ჩასვლა. შეუძლია ორი ფეხით ახტომა და გადახტომა ნახევარ მეტრზე. შეუძლია ბურთის გადაგდება და დაჭერა.  დაბლა დაგდებული ბურთის აღება,  გადაგდება. შეუძლია ბურთზე ფეხის დარტყმა. შეუძლია დაიხაროს ნივთის ასაღებად და გასწორდეს. შეუძლია ფეხის მოძრაობა სივრცეში(წევს მაღლა,დაბლა,გვერძე)

მსხვილი მოტორული უნარების განვითარებაში სირთულე არ ვლინდება
natifi motoruli
unarebi

ფანქარი, კალამი უჭირავს სამთითა პინცეტისებური ჩაჭიდებით. შეუძლია თითების მოხრა და გაშლა. შეუძლია ღილების შეკვრა-გახსნა. შეუძლია ხელით ბურთის თამაში, დაჭერა და გადაგდება. მეურვის ინფორმაციით შეუძლია აიღოს საყოფაცხოვრებო ნივთები(თეფში,დანა,ჩანგალი) და გადააადგილოს. შეუძლია ჩანთიდან ამოალაგოს საკლასო ნივთები (წიგნი,რვეული,სახაზავი,კალამი) და ჩაალაგოს. შეუძლია მარტივი ნახატების გაფერადება (ხე,გული,მსხალი) ისე რომ კონტურებს არ გადასცდეს. კონსტრუქტორების საშუალებით შეუძლია ააწყოს პატარა სახლი.
შეუძლია ღილების / თასმების შეკვრა - გახსნა დამოუკიდებლად.




უჭირს გამოჭრას მაკრატლით გეომეტრიული ფიგურები(ვერ იცავს სისწორეს).უჭირს  სახაზავის გამოყენებით სწორი ხაზების გავლება(ვერ იცავს სისწორეს).
qceva/yofaqceva



სკოლაში დადის ყოველდღე. გაკვეთილზე შედის დაგვიანების გარეშე. ასრულებს  მასწავლებლის მიერ მითითებულ დავალებას (დაფის გაწმენდა ,ფანჯრის დახურვა, ყვავილების მორწყვა).



ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას(საუბრობს კონტექსტის გარეშე). გაკვეთილზე იყურება აქეთ - იქით ელაპარაკება ბავშვებს. პედაგოგის ინფორმაციით, მუდმივად რჩება სახლში კალამი, სახაზავი, ფანქარი. გაკვეთილზე საჭიროებს მუდმივ მითითებას დაიკავოს თავისი ადგილი, ამოიღოს ჩანთიდან წიგნი და რვეული. გაკვეთილზე იწყებს ჭამას. ღეჭავს საღეჭ რეზინას. არ იცავს საკლასო წესებს, გაკვეთილზე ადგება და  იწყებს სიარულს. დასვენებაზე ეჯახება კლასელებს, წიწკნის თმებს. არ შეუძლია ჩაერთოს ჯგუფურ მუშაობაში და შეასრულოს მისთვის განკუთვნილი დავალება. პედაგოგის ინფორმაციით, გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ იღლება,  წვება მერხზე. არ რეაგირებს მასწავლებლის შენიშვნაზე გასწორდეს. გაკვეთილზე  ყოფნისას აკოტავებს მერხს, წიგნს იფარებს სახეზე გარკვეული დროის განმავლობაში.

funqciuri unar-Cvevebi
მეურვის ინფორმაციით,  შეუძლია გადააადგილდეს დამოუკიდებლად ნებისმიერ გარემოში(სადაც გზა იცის). შეუძლია ტუალეტის მოთხოვნილების კონტროლი, დამოუკიდებლად საჭირო ოთახის მოხმარება.  შეუძლია ჩაცმა-გახდა დამოუკიდებლად (თვითონ განსაზღვრავს რა უნდა ჩაიცვას მაგალითად სკოლაში). მეურვის ინფორმაციით,  შეუძლია დამოუკიდებლად  გაზქურის ჩართვა/გამორთვა,  ელექტროჩაიდანის გამოყენება. მეურვის ინფორმაციით,  შეუძლია მაღაზიაში წასვლა და მისთვის სასურველი პროდუქტის (ნაყინი,შოკოლადი,ლიმონათი)  შეძენა 5 ლარის ფარგლებში.  მეურვის ინფორმაციით,  შეუძლია სოუზის მომზადება, ერბო-კვერცხის შეწვა, ჩაის მომზადება. იცის ჭურჭლის მოხმარება  (მეურვის ინფორმაციით,  მაგიდაზე აწყობს თეფშებს, ჭიქებს, დებს დანა-ჩანგალს) შეუძლია ჭიდან წყლის ამოღება.



მეურვის ინფორმაციით,  არ უყვარს სკოლაში წასვლის წინ  ხელ-პირის დაბანა. ფრჩხილების დაჭრა. მეურვის ინფორმაციით , არ ივარცხნის თმას.
არ შეუძლია აბაზანის მოხმარება დამოუკიდებლად. არ იბანს ხელს დამოუკიდებლად, მითითების გარეშე,  საპირფარეშოდან გამოსვლისას.
არ არის აკურატული (სკოლაში დადის დასვრილი ტანსაცმლით)
არ შეუძლია ჭამის დროს ჰიგიენის დაცვა
(საკვების ნარჩენებს იყრის მაისურზე და შარვალზე)
saganmanaTleblo garemos
resursi
Barieri





მოსწავლის სუსტ მხარეებზე დაყრდნობით გამოვლენილი საჭიროებები:
·         კარნახით სიტყვების წერა
·         კითხვის სწავლება (ისწავლოს ღია და დახურული მარცვლების წაკითხვა, მარცვლებისგან სიტყვების ამოკითხვა)
·         წაკითხული სიტყვის შინაარსისის წვდომა
·         თხრობისას 2-3 სიტყვიანი წინადადებების ერთმანეთზე გადაბმა
·         წინადადების წარმოთქმა შესაბამისი ინტონაციით
·         უკუთვლისა და შეკრება-გამოკლების შესრულება 10-ის ფარგალში
·         კენტი და ლუწი რიცხვების გარჩევა ერთმანეთისაგან
·         ყურადღების გაუმჯობესება ( შეინარჩუნოს ყურადღება დავალების შესრულებისას, გადაანაწილოს ყურადღება რამდენიმე საფეხურზე)
·         ვარჯიში მეხსიერების გაუმჯობესებაში( დანახული ნახატის დამახსოვრება, მოსმენილი ციფრების, სიტყვების დამახსოვრება და ჩამოთვლა)
·          აბსტრაქტული აზროვნების გაუმჯობესება(მარტივი სურათიდან მოთხრობის შედგენა, საგნების  დაჯგუფება, კლასიფიკაცია)


ოჯახში სამეცადინო კუთხის არარსებობა.
საშინაო დავალებების შესრულებაში დამხმარე პირი



individualuri saswavlo gegma






individualuri saswavlo gegma

moswavlis saxeli, gvari: ლაშა ზარქუა
klasi: მე-6
damrigebeli: თამარ დუჩიძე
sagani: მათემატიკა
sagnis maswavlebeli:  თამარ დუჩიძე                                  

mimarTuleba: რიცხვები და მოქმედებები

grZelvadiani mizani:  
მოსწავლე იყენებს რიგობით რიცხვით სახელებს


moklevadiani mizani

TariRi

1


ითვლის უკან ათიდან
15 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

2


ასახელებს 10დან 20-მდე წინა და მომდევნო რიცხვებს


 25 ოქტომბერი - 25 ნომებერი

3


სურათზე გამოსახული საგნებიდან ასახელებს მითითებული საგნის რიგს

 30 ნომბერი - 20 დეკემბერი
4

ადეკვატურად იყენებს ნულს და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს შესაბამის სიტუაციებში
20 იანვარი 25 თებერვალი
5

განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს 20ის ფარგალში
 1 მარტი - 2 მაისი







miznis Sesabamisi aqtivobebi
masala
sad sruldeba aqtivoba (klasi, resurs oTaxi)
masalis momzadebaze pasuxismgebeli piri (mSobeli, pedagigi, skolis fsiqologi da sxva.)
aqtivobis ganxorcielebaze pasuxismgebeli piri
1
მასწავლებელი აწერინებს მოსწავლეს დაფაზე 1-დან ათამდე ციფრებს.  სთხოვს დაადოს თითი უკანა თანმიმდევრობით და დაასახელოს ციფრები უკანთვლთ. მოსწავლე ასახელებს ციფრებს. შემდეგ ეკითხება მასწავლებელი რა ციფრია 9 ის უკან? რომელი ციფრი დგას 6 ის უკან? რომელი ციფრი დგას 3 ის უკან? მოსწავლე უყურებს თანმიმდევრობას და ასახელებს შესაბამისს.


დაფა, ცარცი, დაფაზე გამოსახული ციფრები.

კლასი

საგნის პედაგოგი

საგნის პედაგოგი
2

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს პლაკატს, რომელზეც თანმიმდევრობით წერია რიცხვები 1 - დან 20 მდე. შემდეგ ეკითხება მოსწავლეს : რა რიცხვია წერია 15 -ის შემდეგ? 15 ის წინ? 12 -ის შემდეგ? წინ?
მოსწავლე უყურებს თანმიმდევრობას და ასახელებს 10 იდან 20 მდე წინა და უკანა რიცხვებს.
იგივე პლაკატს მასწავლებელი დებს მაგიდაზე.სთხოვს მოსწავლეს გააგოროს კამათელი და რომელ რიცხვზეც მოხვდება ამ რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები.


წინასწარ მომზადებული პლაკატი, რომელზეც გამოსახულია რიცხვები  1 დან-20 მდე.

კლასი

საგნის პედაგოგი

საგნის პედაგოგი
3
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს წინასწარ მომზადებულ სურათებს, რომლებზეც გამოსახულია თანმიმდევრულად სხვადასხვა საგნები. ეკითხება: დაადოს თითი საგანს რომელიც არის რიგით მეხუთე, მეცხრე,მეშვიდე, მეთერთმეტე და ა.შ. მოსწავლე ადებს თითს შესაბამისს და ასახელებს რიგითობას.


სახელმძღვანელოდან, ჟურნალებიდან ამობეჭდილი სურათები, რომეზეც თანმიმდევრულად განლაგებულია სხვადასხვა საგნები.

კლასი
რესურს ოთახი

საგნის პედაგოგი
სპეც. მასწავლებელი

სპეც. მასწავლებელი
4

მასწავლებელი აწყობს მაგიდაზე გეომეტრიულ ფიგურებს (სამი წრე, ოთხი სამკუთხედი). ეუბნება მოსწავლეს: აიღე 1  წრე. რამდენი დარჩა?აიღე კიდევ 1 წრე.რამდენი დარჩა? აიღე კიდევ ერთი წრე.რამდენი დარჩა?(არც ერთი, ანუ ნული). მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს მოძრავი ციფრებიდან  აიღოს ციფრი ნული და აჩვენოს.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს სახაზავს. სთხოვს, დააკვირდეს და აჩვენოს რა ციფრი წერია ერთიანის წინ? (ნული.)  რომელი ციფრით იწყება  დანაყოფების დანომვრა სახაზავზე?(ნულით.)

საგნის პედაგოგი
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
5

 მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს ამობეჭდილ ეროვნული ფულის კუპიურებს 20 ის ფარგლებში . სთხოვს მოსწავლეს გამოჭრას თითოეული კუპიურა მაკრატლით და დაასახელოს თითოეული მათგანი. მოსწავლე აკვირდება ეროვნული ფულის ნიშნებს და ასახელებს მასწავლებლის დახმარებით.
 შემდეგ მასწავლებელი სთხოვს აჩვენოს სხვადასხვა ფულის ნიშნები, მოსწავლე იღებს სათითაოდ , ასახელებს და აჩვენებს მასწავლებელს მითითების შესაბამისად.



მასწავლებლის მიერ წინასწარ ამობეჭდილი ეროვნული ფულის კუპიურები 20 ის ფარგალში.

კლასი
რესურს ოთახი

საგნის პედაგოგი
სპეც. მასწავლებელი

სპეც.მასწავლებელი




individualuri saswavlo gegma

moswavlis saxeli, gvari: ლაშა ზარქუა
klasi: მე-6
damrigebeli: თამარ დუჩიძე
sagani: მათემატიკა
sagnis maswavlebeli:   თამარ დუჩიძე                                 

mimarTuleba: კანონზომიერებები და ალგებრა

grZelvadiani mizani:  
მოსწავლე ადარებს ერთმანეთს საგნების პერიოდულ განლაგებებს. მიმდევრობებს.



moklevadiani mizani

TariRi

1


მოსწავლე პოულობს სურათზე გამოსახულ საგნებში მიმდევრობებს
20 ოქტომბერი- 25 ნოემბერი

2


მოსწავლე პოულობს საგანთა მოცემული მიმდევრობათაგან ტოლი რაოდენობის მიმდევრობებს

27 ნოემბერი - 20 დეკემბერი

3


მოსწავლე მიუთითებს იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა და იმავე წესს ემორჩილება

1 თებერვალი 2 მარტი
4
მოსწავლე მიცემული მითითების მიხედვით , მიმდევრობით განალაგებს მხოლოდ ერთი ატრიბუტით განსხვავებულ საგნებს ( ერთი ზომის ბურთების ასეთ თანმიმდევრობას: წითელი ბურთი, ლურჯი ბურთი,  წითელი ბურთი...)
10 მარტი - 2 მაისი







miznis Sesabamisi aqtivobebi
masala
sad sruldeba aqtivoba (klasi, resurs oTaxi)
masalis momzadebaze pasuxismgebeli piri (mSobeli, pedagigi, skolis fsiqologi da sxva.)
aqtivobis ganxorcielebaze pasuxismgebeli piri
1
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს სურათს, რომელზეც მდებარეობს სხვადასხვა საგანთა მიმდევრობები. სთხოვს, იპოვოს და შემოხაზოს საგანთა მიმდევრობები  სხვადასხვა ფერის მარკერებით.

მასწავლებლის მიერ წინასწარ ამობეჭდილი სურათები, რომლებზეც ასახულია სხვადასხვა მიმდევრობები.
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
2

მასწავლებელი უხაზავს მოსწავლეს ფორმატზე შემდეგი სახის მიმდევრობებს: 3 სამკუთხედი, 2 ხუთკუთხედი, 4 წრე, 3 ოთხკუთხედი, 2  წრე,  4  ხუთკუთხედი. სთხოვს, გააფერადოს ტოლი მიმდევრობები ერთნაირი ფერით.


თეთრი ფორმატი.
სხვადსავა ფერის მარკერები
რესურს ოთახი
სპეც.პედაგოგი
სპეც.პედაგოგი
3
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს სხვადასხვა თანმიმდევრობით დალაგებულ ციფრებს:  1, 3,4,6,8,9,5,6,7,8.
სთხოვს, გადაწეროს ის ციფრები რომლებიც განლაგებულია ერთის მიმატებით. შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს შემდეგი თანმიმდევრობით განლაგებულ ციფრებს: 5,4,3,6,8,9,7,6,5,4,6,8,4,3,2. სთხოვს, იპოვოს და გადაწეროს ის ციფრები რომლებიც განლაგებულია ერთის გამოკლებით.

დაფა, ცარცი, კალამი,
რვეული.
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
4

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს სურათს, რომელზეც გამოხატულია სხვადასხვა ზომის ბურთულები. სთხოვს მოსწავლეს დანომროს მარკერით ბურთულების თანამიმდევრობა. პირველი იქნება ყველაზე პატარა ბურთულა, შემდეგ მასზე ოდნავ დიდი და ა.შ.


მასწავლებლის მიერ წინასწარ ამობეჭდილი ფურცლები, რომლებზეც გამოსახულია სხვადსახვა ზომის ბურთულები.
ფერადი მარკერები.
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
5

















individualuri saswavlo gegma

moswavlis saxeli, gvari: ლაშა ზარქუა
klasi: მე-6
damrigebeli: თამარ დუჩიძე
sagani: მათემატიკა
sagnis maswavlebeli:  თამარ დუჩიძე                                

mimarTuleba: გეომეტრია და სივრცის აღქმა


grZelvadiani mizani:  

   მოსწავლე გამოსახავს  ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს და ამოიცნობს ობიექტთა ურთიერთმდებარეობას



moklevadiani mizani

TariRi

1

მოსწავლე ნახატის საშუალებით ქმნის  დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის  მოდელს ან გამოსახულებას


25 სექტემბერი-  20 ოქტომბერი

2

უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების  მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების ( ნახატის) მისაღებად.


1 ნოემბერი- 2 დეკემბერი

3

სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა  ურთიერთმდებარეობის ( მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ / ქვემოთ, წინ /უკან) შესახებ.

20 იანვარი- 20 თებერვალი
4
მითითებული წესით აერთებს რამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს გზას მითითებულ ობიექტამდე მარტივ სქემაზე
1 მარტი - 2 აპრილი







miznis Sesabamisi aqtivobebi
masala
sad sruldeba aqtivoba (klasi, resurs oTaxi)
masalis momzadebaze pasuxismgebeli piri (mSobeli, pedagigi, skolis fsiqologi da sxva.)
aqtivobis ganxorcielebaze pasuxismgebeli piri
1
მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს ნახატს, რომელზეც გამოსახულია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები ( სამკუთხედი, ოთხკუთხედი,კვადრატი)  ამის შემდეგ, მოსწავლე, თეთრ ფორმატზე , მასწავლებლის დახმარებით სვამს წერტილებს შესაბამისი გეომეტრიული ფიგურების მისაღებად. მასწავლებელი სთხოვს შეაერთოს აღნიშნული წერტილები და დაასახელოს მიღებული გეომეტრიული ფიგურები.

მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ნახატები.
თეთრი ფორმატები,
ფერადი მარკერები.
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
2

მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს თვალსაჩინოებას, რომელზეც გამოხატულია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელები ( სამკუთხედი,ოთხკუთხედი, წრე, კვადრატი). შემდეგ აძლევს იგივე ფიგურებს გამოჭრილი სახით და სთხოვს თანმიმდევრულად დაალაგოს ფიგურები, ისე როგორც ნახატზეა მოცემული.


მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების პლაკატი.
მასწავლებლის  მიერ წინასწარ, მუყაოს ფურცლისგან გამოჭრილი ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
3
მასწავლებელი აკრავს დაფაზე ნახატებს, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა ობიექტები. მოსწავლე გაჰყავს დაფასთან და ეკითხება აღნიშნული ობიექტების ურთიერთმდებარეობის შესახებ. მასწავლებელი უსვამს კითხვებს:  სად მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები? რომელი ობიექტები მდებარეობენ მოსწავლის მარჯვენივ? მარცხნივ?ზემოთ? ქვემოთ? მოსწავლე აკვირდება ობიექტთა ურთიერთგანლაგებას და ასახელებს შესაბამის მიმართულებას.


მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ნახატები, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა ობიექტები.
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
4

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს მარტივ სქემას, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ობიექტები. სთხოვს მოსწავლეს დასვას წერტილები
შემდეგი  მიმართულებით: მარჯვნივ, მარცხნივ,მარცხნივ, მარჯვნივ და ა.შ. შემდეგ მასწავლებელი უსახელებს სქემაზე გამოსახულ ერთ რომელიმე ობიექტს და სთხოვს,  მითითებული წერტილები შეაერთოს ისე, რომ მონიშნოს  გზა აღნიშნულ ობიექტამდე.

მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილი მარტივი სქემები.
ფერადი მარკერები.
კლასი
საგნის პედაგოგი
საგნის პედაგოგი
5








No comments:

Post a Comment