პროექტები

                        პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება: ოთახის  მზის სხივებით განათებულობის ხარისხის
                                            განსაზღვრა და მზის სხივების ზემოქმედება ადამიანის
                                            ჯანმრთელობაზე.
შემსრულებლები:     სსიპ ქალაქ რუსთავის №6 საჯარო სკოლის რუსული სექტორის
                                      მე-6 კლასის მოსწავლეები.
მასწავლებელი:   თამარ დუჩიძე
ინტეგრირებული საგნები: მათემატიკა, ბუნებისმცოდნეობა, ისტ.
პროექტის შესრულების ვადები:  14.02.2013 – 25.02.2013.
1. პროექტის აქტუალობა:  მართკუთხედის ფართობის გამოთვლის წესი დაბალი  კლასის მოსწავლეებს ხშირად ავიწყდებათ, ან ერევათ პერიმეტრის      გამოთვლის წესში. ეს პრობლემა დავუკავშირე პრაქტიკულ ამოცანას:
            ზოგიერთი სპეციალისტის აზრით ოთახის კარგი განათებისათვის საჭიროა,                                              რომ ოთახის ფანჯრების ფართობთა ჯამის შეფარდება იატაკის ფართობთან არ იყოს ნაკლები 0,2-ზე. ოთახის ცუდი განათება და მზის სხივების ნაკლებობა  ცუდად მოქმედებს  ადამიანის ჯანმრთელობაზე.                                         
2. პროექტის მიზნები:  
·         მოსწავლეებმა დაადგინონ  საკლასო ოთახის და საკუთარი სამეცადინო ოთახის განათების ხარისხი;
·         მოახდინონ მონაცემების ორგანიზება და წარმოდგენა ცხრილების და დიაგრამების სახით კომპიუტერის გამოყენებით;
·         პროექტზე მუშაობის პროცესი ციფრული აპარატის საშუალებით აღბეჭდონ ფოტოებზე და ვიდეო რგოლებზე;
·         მიღებული ინფორმაცია გადაიტანონ კომპიუტერის მეხსიერებაში და CD დისკებზე;
·         შეისწავლონ მზის სხივების მოქმედების დადებითი და უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
·         დაადგინონ ოთახის განათების ხარისხზე მოქმედი სხვა ფაქტორები;

3. საგნობრივი სტანდარტები, რომელთაც ეყრდნობა პროექტი:
მათემატიკაში:  მათ.VI.2. ასრულებს არითმეტიკულ მოქმედებებს არაუარყოფით
                                       რაციონალურ რიცხვებზე.
                            მათ. VI.10. ითვლის ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას
                                        პრობლემების გადაჭრისას.
                            მათ. VI.11. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო
                                          თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
                             მათ.VI.12. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდე-
                                                  ნობრივ  მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად
                                                 ხელსაყრელი ფორმით.
ბუნებისმეტყველებაში:
·         მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
·         ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·         თანამშრომლობის სურვილი;
·         უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
ისტ:
·         მოსწავლე მოიპოვებს ციფრულ მასალას სხვადასხვა წყაროდან;
·         მოსწავლე იყენებს ისტ-ს ციფრული მასალის შესაქმნელად, შესანახად და საკუთარი იდეების გასაზიარებლად სხვადასხვა ფორმით (ტექსტის, ცხრილების, გამოსახულებების და ხმოვანი).

4.პროექტის ამოცანები
·         მოსწავლეებმა გაზომონ საკლასო ოთახის და საკუთარი სამეცადინო ოთახის ფანჯრების და იატაკის ზომები;
·         დადგენილი იქნას ამ ოთახების განათების ხარისხი;
·         ცხრილებისა და დიაგრამების შედგენა;
·         მოიძიონ ინტერნეტში და სახელმძღვანელოებში თუ რა გავლენას ახდენს მზის სხივების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე;
·         ოთახის მზის სხივებით განათების ხარისხზე  მოქმედი სხვა ფაქტორების გამოვლენა.
·         ციფრული აპარატის და CD დისკების მოძიება;
·         პროექტის აქტივობების აღბეჭდვა ციფრული აპარატის  საშუალებით.
·         მომზადება პრეზენტაციისათვის.
5. პროექტის განხორციელების წინაპირობები:
          მოტივაციის ამაღლების მიზნით  მოსწავლეები წავიყვანე პოლიკლინიკაში პედიატრთან, რომელიც ესაუბრა მათ მზის სხივების როლზე, დადებით და უარყოფით ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, რამაც გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება შეეფასებინათ თავიანთი გარემოს მზის სხივებით განათების ხარისხი. მივიდნენ პროექტის შექმნის იდეამდე.
6. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
          მოსწავლეებს გავაცანი ოთახის მზის სხივებით განათები ხარისხის განსაზღვრის წესი და შევთავაზე შეედგინათ სამოქმედო გეგმა, გაენაწილებინათ ფუნქციები.
       მოსწავლეებმა დაგეგმეს ჩასატარებელი სამუშაოების თანმიმდევრობა: ჯერ ვისთან მისულიყვნენ, მსჯელობდნენ ვისი ციფრული აპარატი სჯობდა ხარისხით  და ვისი აპარატით გადაეღოთ. აყენებდნენ წინადადებებს, სთავაზობდნენ ჯგუფს თავის სამსახურს - გადაღებული მასალის კომპიუტერის მეხსიერებაში გადატანას, ვიდეორგოლების ერთ ფილმად აწყობას; ისინი  გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას: მიდიოდნენ მეგობრების  ოჯახებში და ეხმარებოდნენ ერთმანეთს გაზომვების ჩატარებაში, გადაღებებში. თავის თავზე აიღეს ტექნიკური საკითხების მოგვარება: მშობლებს სთხოვეს, რომ ნება დაერთოთ ბავშვებისთვის ოჯახიდან გაეტანათ და დამოუკიდებლად ესარგებლათ ძვირადღირებული ციფრული აპარატებით, იშოვეს დისკები , მსჯელობდნენ როგორ გაეფორმებინათ პროექტის შედეგები; აფასებდნენ შესრულებულ სამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში აუმჯობესებდნენ მას. გადაღებულ ვიდეორგოლებს აჩვენებდნენ მშობლებს, მასწავლებლებს და მეგობრებს. ამ პროექტით დაინტერესდნენ მე-7 კლასელებიც და მათაც ჩაატარეს თავისი სამეცადინო ოთახების განათებულობის ხარისხის გამოკვლევა.
სამოქმედო გეგმა შეადგინეს შემდეგი ცხრილის სახით:
ვინ
რას
 ვისთან ერთად
როდის













     მოსწავლეებმა მონაცემების მოპოვების მიზნით გაზომეს საკლასო ოთახის ფანჯრების და იატაკის სიგრძე და სიგანე. გამოთვალეს ფართობები და ფანჯრების ფართობთა ჯამის შეფარდებით იატაკის ფართობთან  დაადგინეს საკლასო ოთახის მზის სხივებით განათების ხარისხი. ასევე მოიქცა თითოეული მოსწავლე თავის საცხოვრებელ ბინაში და გამოიკვლია საკუთარი სამეცადინო ოთახის განათების ხარისხი.
      მონაცემები და გამოთვლის შედეგები წარმოადგინეს ცხრილების სახით. ამ ცხრილების მიხედვით პროგრამა Microsoft Office Excel-ის საშუალებით ინფორმატიკის გაკვეთილზე ააგეს დიაგრამები; 
         ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე  დაადგინეს სხვა ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ   ოთახის მზით განათების ხარისხზე. ბუნებისმცოდნეობის მასწავლებლის დავალებით ინტერნეტში და სახელმძღვანელოებში მოიძიეს მასალები მზის სხივების მოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოძიებული ინფორმაცია გაფილტრეს. PowerPoint-ში მოამზადეს საპრეზენტაციო ფაილი. პროექტის მასალები ატვირთეს საიტზე YOUTUBE.
     მოსწავლეებს მრავალჯერ მოუხდათ გაზომვების ჩატარება და ფართობის გამოთვლა, რითაც მათ განიმტკიცეს ცოდნა. ასევე მრავალჯერ მოუხდათ გადაღებების გამეორება, არჩევდნენ დუბლებს. ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ შეერჩიათ გადაღების დროს პოზიცია, განათება, როგორ გადაეტანათ ციფრული აპარატიდან ინფორმაცია კომპიუტერში და დისკებზე და ა.შ.
      პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა დირექციის, პედაგოგების,  სხვა კლასის მოსწავლეების და მშობლების წინაშე.

7. პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: 12-13 წელი, კლასი - 6.

8.პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი

კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში


იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი ჯგუფში და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ


ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე ( თუ - კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები)


 ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი

ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს ინდივიდუალურად აკვირდებოდი: 

შენიშვნები
მოსწავლის სამუშაო ჩვევები
·         მუშაობს თუ არა მოსწავლე თანმიმდევრულად, დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად?
·          
·         ცდილობს თუ არა იგი სხვებს დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?
·          
·         რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო დახმარება?
·         ვისგან იღებს დახმარებას?
·         არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენრტირებული?
აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?
მოსწავლის მოსაზრებები
·         ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?
·          
·         ამყარებს თუ არა იგი თავის მოსაზრებებს მტკიცებულებებს?
სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების წინადადებებსა და მოსაზრებებს?
კომუნიკაცია
·         საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და სხვებთან კომუნიკაციის მიზნით?
კომფორტულად გრძნობს თუ არა იგი თავს როგორც "მოსაუბრის" ისე "მსმენელის" როლში?
·         აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარდგეს მთელი კლასის წინაშე?
·          
·         შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს როგორც ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოსაზრება , ისე საკუთარი ნააზრევი?
·          
·         შუძლია მას გააერათიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ან ჯგუფური ნააზრევი?


                                მოსწავლეთა მიერ პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის ვადები:
საყვარელო მოსწავლეებო!
იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, ჩემი დიდი სურვილია გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით. შენ რაიმე ახალი ისწავლე?
ა) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
ბ) მე ახალი ვისწავლე;
გ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
დ) მე არაფერი მისწავლია ახალი.
2. ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა
ა) გახდა ბევრად უკეთესი;
ბ) უკეთესი;
გ) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;
დ) ურთიერთობა გაუარესდა
3. შენთვის ნათელი იყო საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად?
ა) სრულიად ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) ნაკლებად იყო ნათელი;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "როდესაც მე მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო"
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. განსაკუთრებით რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
შექება:

კრიტიკა:
დიდი მადლობა დახმარებისთვის!

მოსწავლე ფასდება შემდეგი აქტივობებით:
აქტივობა
0
1
2
1.
პოულობს,ირჩევს და იყენებს გზებსა და მეთოდებს მონაცემების მოსაპოვებლად



2.
ახდენს მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას(ცხრილის, დიაგრამის სახით)



3.
ასრულებს გამოთვლებს



4.
აანალიზებს მიღებულ შედეგს. აკეთებს დასკვნას.



5.
ეფექტურად იყენებს დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს



6.
ისტ-ის გამოყენებისას აცნობიერებს ეთიკური/სოციალური ხასიათის პრობლემებს და იცავს ეთიკურ ნორმებს



7.
ირჩევს პრეზენტაციის ფორმას და დამხმარე საშუალებებს(მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებს)



8.
პრეზენტაციის დროს საუბრობს აუდიტორიისათვის გასაგები ფორმით, დამაჯერებლად, თანმიმდევრულად.



9.
კომუნიკაბელურია, პატივს სცემს სხვის აზრს.




0 - სუსტად
1-  საშუალოდ
2 - კარგად
  
 9. პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები.
რისკები და შესაძლო ხარვეზები
თავიდან აცილების გზები
1.
შეიძლება აღმოჩნდნენ ჯგუფში ისეთი მოსწავლე ან მოსწავლეები, რომელთა ამბიციურობაც ხელს შეუშლის სხვა მოსწავლეების აქტიურობას.

ფუნქციების განაწილება
დაკვირვება
2.
მოსწავლეთა პასიურობა
ფუნქციების განაწილება მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით
3.
დაბრკოლება მშობელთა მხრიდან ძვირადღირებული ციფრული აპარატებით სარგებლობაზე
კონტაქტი მშობლებთან,
მშობლების ჩართვა (დამკვირვებლის სტატუსით)
4.
მასალის მოძიებისას ინტერნეტში არა ეთიკური ან მოსწავლის ასაკისათვის შეუფერებელი ინფორმაციის არსებობა
საუბრები, განმარტებები, ყურადღება მშობლების მხრიდან

10. მოსალოდნელი შედეგები:
მოკლევადიანი შედეგები:
პროექტში მონაწილეობა - სასწავლო პროცესის კლასის და სკოლის ფარგლებს გარეთ გატანა, კეთებით სწავლება აამაღლებს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციას ;
შექმნიან სასწავლო პროდუქტს - ცხრილებს, დიაგრამებს, დასკვნებს, ფოტოებს, ვიდეორგოლებს.
მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას მართკუთხედის ფართობის გამოთვლისა და არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესახებ;
შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს - გაზომვას, ოთახის ფართობის გამოთვლას, ოთახის განათებულობის ხარისხის განსაზღვრას, ფოტო და ვიდეო აპარატებით სარგებლობას;
გაიგებენ მზის სხივების ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედების დადებით და უარყოფით გავლენას;
მოსწავლეები და მათი მშობლები გაიაზრებენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და უსაფრთხო გარემოს;
გრძელვადიანი შედეგები:
განუვითარდებათ XXI საუკუნისთვის აქტუალური ისეთი უნარები,როგორიცაა- თვითრეგულირება, ეფექტური კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება,  ამაღლდება მოსწავლეთა წიგნიერების და  ციფრული წიგნიერების დონე.

ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აამაღლებს მათი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, მედიაწიგნიერების დონეს; სემიოტიკურ კომპეტენციას.
მოხდება მოსწავლეთა (კლასში და კლასის გარეთ), მასწავლებელთა, მშობელთა კოლაბორაცია.
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, შესაბამისად,  გახდებიან წარმატებულნი.




11.პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო:

პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა 10-12 დღე.




პროექტის რეფლექსია
პროექტის დასახელება: ოთახის  მზის სხივებით განათებულობის ხარისხის
                                            განსაზღვრა და მზის სხივების ზემოქმედება ადამიანის
                                            ჯანმრთელობაზე.
შემსრულებლები:     სსიპ ქალაქ რუსთავის №6 საჯარო სკოლის რუსული სექტორის
                                      მე-6 კლასის მოსწავლეები.
მასწავლებელი:   თამარ დუჩიძე
ინტეგრირებული საგნები: მათემატიკა, ბუნებისმცოდნეობა, ისტ.
პროექტის შესრულების ვადები:  14.02.2013 – 25.02.2013.

       პროექტის იდეა წარმოიშვა იმ პრობლემიდან, რომ მართკუთხედის ფართობის გამოთვლის წესი დაბალი  კლასის (არა მხოლოდ დაბალი კლასის) მოსწავლეებს ხშირად ავიწყდებათ, ან ერევათ პერიმეტრის გამოთვლის წესში. ამდენად, ეს პრობლემა აქტუალურია.
     საგნის სწავლებასთან ერთად, ეროვნული სასწავლო გეგმა მოითხოვს მოსწავლეებში ცხრა გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას. ეს კომპეტენციებია: წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება, ეკოლოგიური წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
     ვფიქრობ, პროექტმეთოდის, როგორც სწავლების ერთ-ერთი ფორმის გამოყენება დიდ როლს ასრულებს მოსწავლეებში აღნიშნული კომპეტენციების განვითარებაში. კერძოდ, პროექტის შესრულების პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნისათვის აქტუალური ისეთი უნარები, როგორიცაა: თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, ურთიერთ-დახმარება, იყენებენ კომპიუტერს, ციფრულ აპარატს, მოიძიებენ და ახარისხებენ ინფორმაციას და ა.შ. ამიტომ, ვცდილობ, შესაფერის მომენტში გამოვიყენო სწავლების ეს მეთოდი, რომელსაც 2008 წლიდან ვიყენებ - მიღებული მაქვს სერტიფიკატი ფონდ "ირმის ნახტომის" და "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის" ორგანიზებით ჩატარებულ 2008 წლის საზაფხულო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
     ამ შემთხვევაშიც, აზრად მომივიდა მშრალი მათემატიკური ამოცანის ამოხსნა  გამეფართოებინა და დამეკავშირებინა პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან:  ჯერ მოსწავლეები დამეინტერესებინა იმით, თუ რატომ არის სასურველი ოთახის მზის სხივებით კარგი განათებულობა, რა გავლენას ახდენს მზის სხივები ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცუდად განათებულ ოთახს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა ფაქტორები მოქმედებენ ოთახის განათებულობაზე. ამ საკითხების განხილვით პროექტი შეეხებოდა ცხოვრების ჯანსაღ წესსაც. გაჩნდა იდეა პროექტში ჩართულიყო ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით დიაგრამების აგება და საპრეზენტაციო ფაილის მომზადება  Power Point-ში მომხდარიყო ინფორმატიკის გაკვეთილზე ინფორმატიკის პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ამრიგად, პროექტი ჩაფიქრებული იქნა, როგორც ინტეგრირებული.
     ამ საკითხების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა პროექტის კონკრეტული მიზნები, ამოცანები და მისაღწევი შედეგები.
     ძალიან დამეხმარა ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. კონკრეტულად  ტრენინგი "როგორ ვიუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე" , რომელიც გავიარე 2012 წელს, ტრენერი ეკა ხუციშვილი. პროექტზე მუშაობისას ხშირად ვუბრუნდებოდი ტრენინგის მასალებს, ვხელმძღვანელობდი ამ მასალებით, გამოვიყენე მოცემული შეფასებისა და დაკვირვების ცხრილები.
     ამ პროექტზე მუშაობამ მრავალი სასიამოვნო წუთი განმაცდევინა:
დავინახე მოსწავლეთა დიდი ენთუზიაზმი, მონდომება, ჩვეულებრივ გაკვეთილზე პასიურად მჯდომი მოსწავლეებიდან წამოსული ინიციატივები, შემოთავაზებული სამუშაოები, მშობლების დაიტერესება შვილების მიერ შესრულებული სამუშაოებით, ზოგიერთმა მშობელმა შვილს შეუცვალა სამეცადინო ოთახი.
  რაც მთავარია, მოსწავლეებმა მიაღწიეს პროექტით და ესგ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.
  პროექტი წარვადგინე მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერნციაზე "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში", 23-25 დეკემბერი, 2013 წ, ჩაქვი.
  პროექტი ავტვირთე საგანმანათლებლო პორტალზე WWW.pil-network.com რამაც დიდი გამოცდილება შემძინა, როგორც პროექტის გაფორმების, ასევე ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ.

 მოსწავლეთა ნამუშევრები და პრეზენტაცია ატვირთულია საიტზე UouTube, ასევე ჩემს ბლოგზე "თამარ დუჩიძის პორტფოლიო" მისამართზე tamar571.blogspot.com გვერდებზე "მოსწავლის ნამუშევრები" და "ვიდეოები".

No comments:

Post a Comment