პროექტი "საქართველოს კუთხეების შობა-ახალი წლის ტრადიციები"
სასწავლო პროექტის გეგმა
2013 წ
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
თამარ დუჩიძე
| |
რაიონი
|
რუსთავი
| |
სკოლა
|
#6 საჯარო
| |
ქალაქი
|
რუსთავი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
საქართველოს სხვადასხვა კუთხის შობა-ახალი წლის ტრადიციები
| ||
თემის შინაარსი
| ||
მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან საქართველოს სხვადაასხვა კუთხის შობა-ახალი წლის ტრადიციებს;
შეისწავლიან ამ კუთხეების შობა-ახალი წლის ტრადიციებს;
შეისწავლიან ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს, სიმღერებს, ცეკვებს, სამზარეულოს, ჩაცმულობას.
| ||
საგანი
| ||
სააღმზრდელო პროგრამა
| ||
დონე/კლასი
| ||
მე-5 კლასი.
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
ერთი თვე.
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
ესგ, მუხლი 6. დამრიგებელი
2. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში;
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
მოსწავლეებმა სხვადასხვა გზებით მოიძიონ და შეისწავლონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საშობაო ტრადიციები;
შეისწავლონ სიმღერები და ცეკვები, სამზარეულო.
დახატონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პეიზაჟები და მცხოვრებთათვის დამახასიათებელი კოსტუმები;
გააკეთონ გამოფენა;
მოამზადონ პრეზენტაცია.
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
როგორ ხვდებიან ქართველები შობა-ახალ წელს?
| |
თემატური კითხვები
|
როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
რა არის ალილო?
რა სიმღერას მღერიან მეალილოები?
ვინ უნდა მიულოცოს შობა ოჯახს?
რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე?
როგორი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა ჩაცმულობლობა?
| |
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
მოძიებული მასალა საინტერესოა;
მოძიებული მასალა სრულყოფილია;
წარმოდგენილი ნახატები შესრულებულია კარგად;
დაცულია ვადები;
პრეზენტაცია მოხდა ლამაზად, გასაგებად;
სიმღერები შესრულდა კარგად;
ცეკვები შესრულდა კარგად;
|
სხვა საკითხები
|
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
პროექტის დასაწყისისთვის მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კომპიუტერით, ინტერნეტით და ციფრული აპარატით სარგებლობა.
|
სასწავლო პროცედურები
|
დეკემბრის დასაწყისში მოსწავლეებმა მომმართეს კითხვით, თუ როგორ უნდა მოვმზადებულიყავით საახალწლო ღონისძიებისთვის. მე მათ შევთავაზე მოეძიებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა საშობაო წესჩვეულებები. ეს აზრი მათ ძალიან მოეწონათ და სიამოვნებით ჩაერთვნენ პროექტში. მოსწავლეებმა თვითონვე აირჩიეს კუთხეები, რომელთა წესჩვეულებებიც უნდა შეესწავლათ. მასალების მოძიების ვადაც განსაზღვრეს - ერთი კვირა.
დათქმულ დროში მოსწავლეებმა მოიტანეს მოძიებული მასალა, რომელსაც გავეცანი. ასევე მოსწავლეები გაეცნენ ერთმანეთის მასალებს. ამის შემდეგ მათ მიეცათ დავალება დაეხვეწათ წარმოდგენილი მასალები, დაეხატათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები, მცხოვრებთა კოსტუმები, სიმღერის მასწავლებელს ვთხოვე შეესწავლებინა მოსწავლეთათვის საშობაო და სხვა სიმღერები. იმ მოსწავლეებმა, რომლეულბიც სწავლობენ ქართულ ხალხურ ცეკვებს, თავისი ინიციატივით გამოთქვეს სურვილი მათი შესრულებისა პროექტის პრეზენტაციაზე. როდესაც ყველა მასალა მომზადდა, დაიგეგმა პრეზენტაცია. ამ ეტაპზე პროექტში ჩაერთვნენ მშობლები, რომელთაც შეუძინეს შვილებს ტრადიციული და სადღესასწაულო ფორმები. პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა წინასაახალწლოდ სკოლის დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების წინაშე.
|
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
პროექტორი
ინტერნეტკავშირი
| CD დისკი | |
ინვენტარი/მასალები
|
ციფრული აპარატები, კომპიუტერი, ტრადიციული და საზეიმო კოსტუმები, საახალწლო მოსართავები
|
ინტერნეტრესურსები
|
GOOGLE.GE
|
სხვა რესურსები
|
სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სხვა კლასის მოსწავლეები, მშობლები.
|










No comments:
Post a Comment